თავში

გიორგი ვაშაძე: სიმართლე ჩვენ მხარეს არის და კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ

გიორგი ვაშაძე: სიმართლე ჩვენ მხარეს არის და კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ
გიორგი ვაშაძე: სიმართლე ჩვენ მხარეს არის და კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც პროცესის დაწყებამდე, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკავება წინასწარ გამიზნული ქმედება იყო.

„ჩემი და აქტივისტების დაკავება იყო წინასწარ გამიზნული ქმედება, რომელშიც გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაული და ამის შესახებ ხვალ დეტალურად მივაწოდებთ ინფორმაციას დიპლომატებს. ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენ მხარეს არის და კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ. ერთადერთ რამეს ვითხოვთ - ვცხოვრობდეთ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, გიორგი ვაშაძესთან ერთად კიდევ 15 პირი დააკავეს. 

აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის არიან დაკავებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system