თავში

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ჩვენება მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მისცა

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ჩვენება მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მისცა
ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ჩვენება მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მისცა

ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიასა და კიდევ ერთი პირის, გ.მ.-ს წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, მოწმის სტატუსით დაკითხულმა მსჯავრდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაინახა, თუ როგორ ურტყამდა მიხეილ კალანდია დავით სარალიძეს წაწვეტებულ საგანს:

„მოწმემ სასამართლოს მიაწოდა მისთვის ცნობილი ინფორმაცია. ჩვენების შინაარსში არ შემიძლია შევიდე, ვინაიდან, პროცესი დახურული იყო. ერთი ფაქტობრივი გარემოება შემიძლია, მოგახსენოთ, რომ მოწმე გ.ბ.-მ დაადასტურა, რომ მან დაინახა როგორ ურტყამდა მ.კ. დავით სარალიძეს მის ხელთ არსებულ წაწვეტებულ საგანს. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენება შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრალდების მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახლავს. საგნის ზუსტი დასახელება არ მომხდარა, მაგრამ მოწმემ სავსებით გასაგებად აღწერა საგნის პარამეტრები, ფორმა, ზომა, მათ შორის ის პარამეტრები, რომ საგანი იყო წვეტიანი და მას თავისუფლად შეეძლო ის ჭრილობები მიეყენებინა დავით სარალიძისათვის, რა ჭრილობებიც ჰქონდა მიყენებული“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვისაა მსჯავრდებული და მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვით აქვს შეფარდებული.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, ის დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system