თავში

ლევან ზურაბიშვილს პატიმრობა შეეფარდა

ლევან ზურაბიშვილს პატიმრობა შეეფარდა
ლევან ზურაბიშვილს პატიმრობა შეეფარდა

ლევან ზურაბიშვილს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლებას 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პროკურორის პოზიცია გაითვალისწინა. 

პროკურორის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, ამიტომ, ზურაბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო. ასევე, არსებობდა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე.

ლევან ზურაბიშვილის ადვოკატის თქმით კი, ბრალდებული თანამშრომლობს გამოძიებასთან, მას საფრთხე არ შეუქმნია არავისთვის, ამიტომ მისი პატიმრობაში დატოვება აუცილებლობას არ წარმოადგენს.

პროცესზე ცნობილი გახდა ისიც, რომ დანიშულია ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 20 ნოემბერს, 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მან მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურამ, ლევან ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი, საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system