თავში

მედიასაშუალებების 17 წარმომადგენელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

მ​ედიასაშუალებების 17 წარმომადგენელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
მედიასაშუალებების 17 წარმომადგენელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

მედიასაშუალებების 17 წარმომადგენელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. თბილისის მთავარ სამმართველოში ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. სამართალდამცავების კითხვები შეეხება იმას თუ რა ვითარებაში მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, ძალადობა და რა პირობებში დაუზიანეს მათ ტექნიკა.

დაკავებულია 3 პირი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა რაოდენობა 8-ს შეადგენს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system