თავში

მარიამ გოგორელიანი ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოშორდა - პროკურორმა ბოდიში მოიხადა

მარიამ გოგორელიანი ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოშორდა - პროკურორმა ბოდიში მოიხადა
მარიამ გოგორელიანი ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოშორდა - პროკურორმა ბოდიში მოიხადა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისივე თქმით, მარიამ გოგორელიანი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოაცილეს.

„კარგი შეხვედრა იყო და კმაყოფილი ვარ, ვენდობი ირაკლი შოთაძეს. ყველაფერზე გექნება პასუხიო. პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, პოსტიდან არა, მაგრამ ჩვენი საქმიდან გაყვანილია. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ამერიკის ფედერალური ბიუროს საქმეში ჩართვის საკითხზე მიიღო პასუხი, რომ FBI საქმეში მეტნაკლებად ჩართულია.

ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორი მაია გოგორელიანი მას აბულინგებდა. მისივე თქმით, პროკურორს აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალისტთან მედიაში გავრცელებული წერილი, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს. ასევე გამომძიებელი ინტერესდებოდა, თუ რა ჰონორარს უხდის ოჯახი ადვოკატ მიხეილ რამიშვილს, როგორ და რატომ მოხვდა ის ამ საქმეში.

თამაზაშვილის საჯარო განცხადებების შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system