თავში

მედიაზე თავდასხმისთვის პატიმრობა კიდევ 5 პირს შეეფარდა

მედიაზე თავდასხმისთვის პატიმრობა კიდევ 5 პირს შეეფარდა
მედიაზე თავდასხმისთვის პატიმრობა კიდევ 5 პირს შეეფარდა

მედიასაშუალების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ კიდევ 5 პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის სახით, წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

დაცვა კი ბრალდებულებისთვის 3 ათას და 2 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.

ცნობისთვის, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავებმა გუშინ კიდევ 5 პირი დააკავეს.

სასამართლომ დღეს პატიმრობა შეუფარდა კიდევ 4 ბრალდებულს, რომლებიც 5 ივლისს, "მთავარი არხისა" და "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმისთვის არიან დაკავებულები.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები - ცოტნე ჩიხლაძე, ბაქარ მაისურაძე, მუხრან დადვანი, თორნიკე გაბლიანი და ოთარ გელაშვილი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

უწყების ცნობით, ბრალდებულები ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორს და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system