თავში

მეგი ბაქრაძის საქმეზე პროკურატურამ დადგენილება გააუქმა

მეგი ბაქრაძის საქმეზე პროკურატურამ დადგენილება გააუქმა
მეგი ბაქრაძის საქმეზე პროკურატურამ დადგენილება გააუქმა

საქართველოს პროკურატურამ გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემა შეეზღუდა.

ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს დამატებითი მასალების გაცნობა შეეზღუდა, მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით.

გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე შეუფერხებლად გაეცნობა საქმის მასალებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.

ცნობისთვის, 19 მარტს გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალების ნაწილის გაცნობაზე უარი ეთქვადადგენილებაში აღნიშნული იყო, რომ პირველ ეტაპზე გარდაცვლილის უფლებამონაცვლე შეუფერხებლად გაეცნო იმ დროისთვის არსებულ საქმის მასალებს, თუმცა, ამჟამად დამატებითი მასალების გაცნობამ, შესაძლოა გამოძიების პროცესს ხელი შეუშალოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system