თავში

მიხეილ კალანდიას ადვოკატი გიორგი გახარიას გამოკითხვას ითხოვს

მიხეილ კალანდიას ადვოკატი გიორგი გახარიას გამოკითხვას ითხოვს
მიხეილ კალანდიას ადვოკატი გიორგი გახარიას გამოკითხვას ითხოვს

გიორგი გახარიასთან ერთად სხვა თანამდებობის პირების  გამოკითხვასა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ვითხოვთ, რადგან მათ სამოხელეო დანაშაულები აქვთ ჩადენილი, - ამის შესახებ Report.ge-ს დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განუცხადა.

როგორც თოდუამ აღნიშნა, ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, მიხეილ კალანდიას საქმე დაუყოვნებლივ უნდა გადაისინჯოს. 

"ფაქტობრივად მენაბდეს გამოუჩნდა მფარველები, პირველი ეს იყო გამოძიების ეტაპზე, სანამ გიორგი გახარია ჩაერთვებოდა. ეს მოხდა დოყლაპია და უნიათო გამოძიების შედეგად. მორე, როდესაც გახარია ჩაერთო საბანაძესთან ერთად, ისევ მენაბდის მფარველობა დაიწყეს და ბოლო მფარველობა მენაბდეზე "ევროპულმა საქართველომ" განახორციელა.

ჩვენ ვითხოვთ არა მარტო გიორგი გახარიას გამოკითხვას, არამედ დღეს პროკურატურაში 18-კაციანი სია შევიტანე და ვითხოვთ მათ გამოკითხვასა, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას, რადგან მათ სამოხელეო დანაშაულები აქვთ ჩადენილი. მათ მოწმეებზე ზეწოლა მოახდინეს, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია განახორციელეს და პირდაპირ ხელი შეახოცეს მიხეილ კალანდიას, რათა თავიანთი პოლიტიკური, ღორული, მერკანტილური მიზნები დაეკმაყოფილებინათ. რაც შეეხება მოლოდინს, ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა გადაისინჯოს მიხეილ კალანდიას საქმე", - განუცხადა Report.ge-ს ზურაბ თოდუამ. 

ცნობისთვის, დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება ედება განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system