თავში

მიხეილ სააკაშვილი საქმის განხილვას აღარ დაესწრება, მან სასამართლოს დარბაზი დატოვა

მიხეილ სააკაშვილი საქმის განხილვას აღარ დაესწრება, მან სასამართლოს დარბაზი დატოვა
მიხეილ სააკაშვილი საქმის განხილვას აღარ დაესწრება, მან სასამართლოს დარბაზი დატოვა

მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმის არსებით განხილვას აღარ დაესწრება. მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, გადაწყვეტილება მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სხდომის გადადება.

მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვიტა, განხილვა მის გარეშე გააგრძელოს.

მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სხდომა 17:00 საათამდე გაგრძელდება.

„გვაქვს გარკვეული შუამდგომლობები, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სამსჯელოა. მე დღეს არ მქონდა მოლოდინი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამდენი საათის განმავლობაში მისცემდა ჯანმრთელობის მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობას, რომ პროცესზე მონაწილეობა მიეღო და ამხელა სიტყვით წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე. თუ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის, გადავდოთ პროცესი, თუ მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ და მზად ვართ წარმოვადგინოთ შუამდგომლობები“, - მიმართა მოსამართლეთა კოლეგიას ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება მოსამართლეთა კოლეგიის კითხვას შუამდგომლობებთან დაკავშირებით, სააკაშვილმა დარბაზის დატოვებამდე აღნიშნა, რომ ის ადვოკატების პოზიციას დაეთანხმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system