თავში

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ესწრება

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ესწრება
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

7 ნოემბრის საქმეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.

ხმაური და დაპირისპირებაა სასამართლოს ტერიტორიაზე, სადაც აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებიდან გამომდინარე, მათ დღეს სასამართლოს ეზოში შესვლის უფლება არ ეძლევათ. აქტივისტები სასამართლოს ღობესა და დაცვის სამსახურის ჯიხურზე განთავსდა რასაც სამართალდამცეველებთან დაპირისპირება მოჰყვა. მათ ჩამოსაყვანად პოლიციამ ე.წ წიწაკის სპრეიც გამოიყენა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, ისინი დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system