თავში

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში არ გადაჰყავთ - ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში არ გადაჰყავთ - ბექა ბასილაია
მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში არ გადაჰყავთ - ბექა ბასილაია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას ინფორმაციით, ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე არ გადაიყვანენ.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს არც კი შეატყობინეს, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.

"პირველ საათზე არის სასამართლოში პროცესი. პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს. უფრო მეტიც, გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მოსული. ჩვენ ახლა წავალთ სასამართლოში და მოვითხოვთ, რომ სასამართლომ უზრუნველყოს ბრალდებულის მიყვანა სხდომაზე", - თქვა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system