თავში

მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვების მიღება - პენიტენციური სამსახური

მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვების მიღება - პენიტენციური სამსახური
მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვების მიღება - პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო.

"ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის, ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე, ნატურალური წვენის, რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე“- განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ციხის მაღაზიაში მიხეილ სააკაშვილმა 7 ქილა თაფლი შეიძინა. 

ყოფილი პრეზიდენტი საპატიმრო დაწესებულებაში მერვე დღეა იმყოფება და ამდენივე დღეა შიმშილობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system