თავში

,,მის ადგილას ძალიან ბევრი ადამიანი გატყდებოდა, აღიარებდა არარსებულ დანაშაულს" - ადვოკატი

,,მის ადგილას ძალიან ბევრი ადამიანი გატყდებოდა, აღიარებდა არარსებულ დანაშაულს" - ადვოკატი
,,მის ადგილას ძალიან ბევრი ადამიანი გატყდებოდა, აღიარებდა არარსებულ დანაშაულს - ადვოკატი

უზენაესმა სასამართლომ ნოტარიუსი მზია არსენაშვილი უდანაშაულოდ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ნოტარიუსს ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენაში ედებოდა.

,,ბრალდების თანახმად, თითქოს მან არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და ამან არსებითად დააზიანა სხვა პირის ინტერესი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე: ქ-ნი ნინო სანდოძე) გააუქმა.

სააპელაციო სასამართლომ, საქალაქოსგან განსხვავებით, სრულყოფილად იმსჯელა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და მივიდა ერთადერთ სწორ დასკვნამდე- უდანაშაულოდ ეცნო ადამიანი, ვისაც დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი!

საქმის მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვებით დადასტურდა, რომ მზია არსენაშვილს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა პირნათლად, ჯეროვნად ჰქონდა შესრულებული.

მტკიცებულებათა გამოკვლევით დადასტურდა დაცვის მხარის ვერსიის სრული სისწორე.

2018 წლის შემდეგ ველოდებოდით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.აღნიშნული საქმით შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რაც სამომავლოდ დაიცავს სხვა ნოტარიუსებს მსგავსი სახის დაუსაბუთებელი ბრალდებისგან.

ქალბატონ მზიას აღნიშნული საქმის გამო წლების წინ შეუჩერეს ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამ ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა თავისი პროფესიით მუშაობას.

ვერ ახერხებდა ელემენტარული საარსებო შემოსავლის მიღებას.უდანაშაულო ბრალდებულმა (უკვე გამართლებულმა) წლების განმავლობაში ასევე მიიღო უდიდესი სტრესი და განიცადა დიდი მორალური და მატერიალური ზარალი.

ძალიან ბევრი ადამიანი მის ადგილას გატყდებოდა, შეწყვეტდა ბრძოლას და აღიარებდა არარსებულ დანაშაულს.ქალბატონმა მზიამ კი ბრძოლა მიიყვანა ბოლომდე და ამით ხელი შეუწყო სწორი სამართლებრივი პრაქტიკის დამკვიდრებას", - წერს ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system