თავში

მკვლელობა დუისში - პოლიციამ ბრალდებული დააკავა

მკვლელობა დუისში - პოლიციამ ბრალდებული დააკავა
მკვლელობა დუისში - პოლიციამ ბრალდებული დააკავა

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში 1 პირი - 1975 წელს დაბადებული ხ.გ. დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შსს-დან აცნობეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ურთიერთშელაპარაკების გამო, თავის თანასოფლელს - 1979 წელს დაბადებულ ი.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, რამდენიმედღიანი ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული პანკისის ხეობაში დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system