თავში

მკვლელობა გუდაურში - კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა

მკვლელობა გუდაურში - კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა
მკვლელობა გუდაურში - კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 და 108-ე მუხლებით ჰქონდა წაყენებული, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დღეს კი მას ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება კობიაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავება, რაც ცემას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. კი, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system