თავში

მოსამართლემ ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლემ ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მოსამართლემ ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კერძოდ, საუბარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და შსს-ს ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის დაკითხვის შუამდგომლობაზე.

ადვოკატები „რუსთავი 2"-ისთვის ირაკლი კობახიძის მიერ მიცემული ინტერვიუს საქმეზე მტიცებულების სახით დართვას, მის და ასევე ივანე გულაშვილის დაკითხვას ითხოვდნენ.

"დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს არის ერთგვარი იმიტაცია სასამართლი პროცესის, სადაც სასამართლო და პროკურატურა ცდილობს კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე შექმნანას ანტურაჟი სასამართლო პროცესის. წარმოიდგინეთ, მოსამართლე ორსაათიანი მსჯელობის შემდეგ გვითხრა, რომ არ აინტერესებს მტკიცებულებები, არ აინტერესებს განადგურდა თუ არა ნიკა მელიას საქმეზე უმმიშვნელოვანესი ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების, არ აინტერესებს, რა განცხადებები გააკეთეს უმაღლესმა პოლიტიკურმა თანამდებობის პირებმა.  მოსამართლეს საერთოდ არაფერი არ აინტერესებს, მოსამართლეს აქვს წინასწარ დაწერილი დღის წესრიგი და მიუყვება მას, ეს დღის წესრიგი ის პოლიტიკური დირექტივაა, რასაც მოსამართლე იღებს პოლიტიკური დღის წესრისისგან. მოსამართლეს ვალდებულება, აქვს ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხი, ეს იქნება დღეს თუ მოსამართლე კიდევ გადადებს სხდომას სამი დღით, ვერ გეტვით, მაგრამ პოლიტკური მოლოდინი მე ნამდვოლად არ მაქვს, ამფონზე რომელიც დღეს ჩვენ სასამართლო პროცესზე ვიხილეთ, მოსამართლე კანონისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი რომ ნიკა მელია დღეს გათავისუფლდება, ვინაიდან ეს არის ხელისუფლების გადასაწყვეტი და ხელიუფლებას, როგორც ჩანს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ იგი დარჩეს პატიმრობაში",- განაცხადა ნიკა ნელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system