
გურიაში 64 წლის კაცს, რომელიც მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა.
18 წლის გოგონა, რომელსაც ბრალდებული ისტორიაში ამზადებდა და ამავე საგანს სკოლაშიც ასწავლიდა, ირწმუნება, რომ მასწავლებელმა ერთ-ერთ კაბინეტში მისი ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. დანაშაულის ჩადენის დროს პედაგოგი სავარაუდოდ არ იყო ფხიზელი.
სკოლიდან სავარაუდოდ ამოღებულია ვიდეო-კამერების ჩანაწერები. დაკავებულის ადვოკატი ბრალდებას ჭორს უწოდებს და ირწმუნება, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა.