თავში

მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა

მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა
მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა

მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმეზე ბრალდებულს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას ორგნიზაცია "საფარი" ავრცელებს. 

"მნიშვნელოვანია, რომ საფარის შუამდგომლობის საფუძველზე, პროკურატურის მიერ ეკა ჩხეიძის ფსიქიკური ტანჯვის დასადგენად დაინიშნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზარალებული ავლენდა ძალადობის მსხვერპლი ქალისათვის დამახასიათებელ ფსიქო-ტრავმულ ნიშნებს.

საფარის შუამდგომლობების საფუძველზე, სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა უჩა მიშველაძის ძალადობრივ ქმედებებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით, მას მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, მას 3 წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენისა და ტარების უფლება",– ნათქვამია საფარის განცხადებაში.

ეკა ჩხეიძის საქმეში ბრალდებული მამაკაცი ქორწინების იძულების ბრალდებით 28 სექტემბერს დააკავეს. ის მუდმივად ეკა ჩხეიძის სიახლოვეს იყო და მსახიობს აიძულებდა ცოლად გაყოლოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით ემუქრებოდა. სასამართლომ მამაკაცი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system