თავში

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს ვერდიქტი გამოუტანეს

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს ვერდიქტი გამოუტანეს
ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს ვერდიქტი გამოუტანეს

რვა, სამის წინააღმდეგ - ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, ვანო ზანდარაშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლო ახლა მსჯავრდებულისთვის სასჯელის ვადის დადგენაზე მსჯელობს.

11 ნაფიცი მსაჯული, გადაწყვეტილებაზე თითქმის ათი საათის განმავლობაში მსჯელობდა. მათ არ გაიზიარეს დაცვის მხარის პოზიცია და მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ყოფილმა პოლიციელმა მკვლელობა აფექტში ჩაიდინა. 

საქმის პროკურორის თქმით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა და დაეთანხმა ბრალდებას კვალიფიკაციაში, რომ ბრალდებულმა განზრახ მოკლა ზურაბ საჩიშვილი.

შეგახსენებთ, თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, გასული წლის დეკემბერში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სოფელ იყალთოში მოკლა.

გამოძიება, ვანო ზანდარაშვილს, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system