თავში

ნათია კაპანაძის საქმეზე პირველი სხდომა ჩაინიშნა

ნათია კაპანაძის საქმეზე პირველი სხდომა ჩაინიშნა
ნათია კაპანაძის საქმეზე პირველი სხდომა ჩაინიშნა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საქმეზე პირველი სხდომა ჩაინიშნა. 

პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 25 მაისს, 10:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს.

"2019 წელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. უნდობლობის გამოცხადებამ გააჩინა განცდა, რომ მიღებული სადავო გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არა სამართლებრივ არგუმენტებს, არამედ ნაკარნახევი იყო ხელისუფლების ინტერესით, შეეცვალა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა. მაუწყებელში განვითარებულმა შემდგომმა მოვლენებმა ეს ეჭვები დაადასტურა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს წარდგენილი სარჩელით, ნათია კაპანაძე ითხოვს უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას", - აღნიშნულია საიას მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system