თავში

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, განჩინების აღსრულების მიზნით შსს-ს თანამშრომლები მივიდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, განჩინების აღსრულების
ნაციონალური მოძრაობის ოფისში, განჩინების აღსრულების მიზნით შსს-ს თანამშრომლები მივიდნენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შსს-ს თანამშრომლები მივიდნენ.

როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი პარტიის ოფისში განჩინების აღსრულების მიზნით მივიდნენ, თუმცა მათ კარები ჩაუკეტეს და შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. 

"განჩინების აღსრულების მიზნით, მოვედით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, რადგან ჩვენთვის ცნობილია, რომ პატივცემული ნიკანორ მელია იმყოფება ოფისში. თუმცა ისიც დაინახეთ, რომ კარი ჩაგვიკეტეს და არ შეგვიშვეს. აღსრულების პროცესში გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ყველა ზომა", - აღნიშნა გამომძიებელმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system