თავში

ნიკა გვარამია: მოსამართლე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

​ნიკა გვარამია: მოსამართლე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა
ნიკა გვარამია: მოსამართლე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე სასამართლო პრცესს არაფხიზელ მდგომარეობაში უძღვებოდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის არ აპირებს არევაძესთან ურთიერთობას, როგორც მისი საქმის განმხილველ მოსამართლესთან.

„მე ვერ მექნება მისი ნდობა. ის არ არის ნორმალური“, - თქვა გვარამიამ.

ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა მისი დარბაზიდან გაძევების მიზეზების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსამართლის მხირდან თვეში რვა სხდომის ჩანიშვნას არ დაეთანხმა.

„მე არ ვაპირებ პროცესებზე მოუმზადებლად მისვლას, რადგან ეს, უპირველეს ყოვლისა, ღირსების საქმეა“, - აღნიშნა გვარამიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system