თავში

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მთავარი პროკურორი უნდა დაიბაროს

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მთავარი პროკურორი უნდა დაიბაროს

პროკურატურისგან სახალხო დამცველისთვის გაგზავნილი პასუხები მშრალი, ზედაპირული და არაინფორმაციული იყო - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პანკის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა გენერალური პროკურორი უნდა დაიბაროს და მისგან მოისმინოს პასუხები, რატომ ვერ დასრულდა  სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება და ტარდება თუ არა ყველა საგამოძიებო პროცესი 

„მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით პროკურატურისგან მიგვეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა, პროკურატურიდან მიღებული პასუხებით შეუძლებელი იყო ზუსტად იმის შეფასება, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი და ტარდებოდა თუ არა ყველა საგამოძიებო მოქმედება, რადგან წარმოდგენილი ინფორმაცია იყო მშრალი, ზედაპირული და არაინფორმატიული“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დაადგინოს თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებები.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოიყენოთ ის უფლება, რაც გაქვთ პროკურატურასთან მიმართებით. კერძოდ, წლიური ანგარიშის განხილვის მოსმენა. უნდა მოითხოვოთ გენერალური პროკურორისგან, რომ წარმოადგინოს ანგარიში და ამ ჭრილში გექნებათ შესაძლებლობა განიხილოთ იმ საქმეების გამოძიებაც, სადაც ჩანს სისტემური პრობლემები პროკურატურაში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახახლხო დამცველმა გაიხსენა გაზაფხულზე პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლის თანახმადაც უწყებას 2 თვეში უნდა დაესრულებია საქმე, თუმცა აღნიშნული საქმე გამოძიებული ამ დრომდე არ არის.

„ვხედავთ, რომ გასულია 2 თვეზე გაცილებით მეტი, თუმცა, არ გვაქვს ინფორმაცია, რატომ არ დასრულდა გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე. საჭიროა პროკურატურამ წარმოადგინოს პარლამენტის წინაშე შესაბამისი განმარტებები“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system