თავში

ზაზა სარალიძემ სასამართლო უკომენტაროდ დატოვა

ზაზა სარალიძემ სასამართლო უკომენტაროდ დატოვა
ზაზა სარალიძემ სასამართლო უკომენტაროდ დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლო უკვე დატოვა. სარალიძეს მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მიმართ დღეს გამოტანილ განაჩენზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნეს. მას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system