თავში

დაკავებულია ორი კომპანიის ხელმძღვანელი

დაკავებულია ორი კომპანიის ხელმძღვანელი
დაკავებულია ორი კომპანიის ხელმძღვანელი

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ შემთხვევაში, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სალაროს შემოსავლების ორდერები, თითქოსდა, განხორციელდა 226 456 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, დაამზადა და გაასაღა 120 000 ლარის ღირებულების ჯართის ფიქტიურ მიწოდებასთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადები“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4-წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system