თავში

პირი, რომელიც არჩევნების დღეს ჟურნალისტს თავს დაესხა, დაკავებულია

პირი, რომელიც არჩევნების დღეს ჟურნალისტს თავს დაესხა, დაკავებულია
პირი, რომელიც არჩევნების დღეს ჟურნალისტს თავს დაესხა, დაკავებულია

პირი, რომელიც არჩევნების დღეს გამოცემა ,,პუბლიკის" ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს თავს დაესხა, დაკავებულია. ინფორმაცია report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებისა (187-ე) და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის (154-ე) მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 31 დეკემბერს, „პუბლიკის" ჟურნალისტი გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.

ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა მას ფეხი დაარტყა. ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და ვეღარ შეძლო ვიდეოგადაღების გაგრძელება. გამოცემა ,,პუბლიკის" ცნობით, ძირს დაგდებულ ტელეფონს ინციდენტში მონაწილე სხვა პირმაც დაარტყა ფეხი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system