თავში

პოლიციამ "ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებელზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავა

პოლიციამ "ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებელზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ჯორჯიან თაიმსის თანადამფუძნებელზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებული ა.ქ. მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 მაისს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსის" ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს - 1994 წელს დაბადებულ პ. გ.-ს, კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და იგი მომხდარიდან მეორე დღეს ბრალდებულის სახით დააკავეს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system