თავში

პოლიციამ "საქართველოს ბანკის" გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ "საქართველოს ბანკის" გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ საქართველოს ბანკის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში "საქართველოს ბანკის" გაქურდვის ფაქტი აღკვეთა და ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს. 1978 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.ხ.-ს ქურდობის მცდელობაში ედება ბრალი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე განთავსებული რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ამავე ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" მინები ჩაამსხვრიეს და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები დააზიანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system