თავში

,,პოლიციის მაღალჩინოსნები არიან" - ადვოკატი

,,პოლიციის მაღალჩინოსნები არიან" - ადვოკატი
,,პოლიციის მაღალჩინოსნები არიან - ადვოკატი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, ამ წუთებში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან. 

როგორც ადვოკატმა უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს იმ პირს დაასახელებენ, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ძებნის დროს მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს უთხრა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი შარში იყო. ამასთან რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილების ოჯახს ისიც უთხრეს, რომ სამძებრო სამუშაოების მოთხოვნის მიზნით აქციები არ გაემართათ. 

რამიშვილი ამბობს, რომ ეს პირები პოლიციის მაღალჩინოსნები არიან, თუმცა ამ ეტაპზე, მათი დასახელებისაგან ადვოკატი თავს იკავებს. 

„მოვედით იმ პირების დასახელებისთვის, რომლებმაც იმ პერიოდში, როდესაც მიდიოდა ე.წ. ძებნითი სამუშაოები, მამას უთხრეს კომპიუტერთან დაკავშირებით, რომ შარშია მისი გოგო და რომლებმაც უთხრეს, რა საჭირო იყო ეს აქციები და მერე რომ კონტაქტი გაწყვიტეს. ეს ადამიანები დასახელდებიან. ისინი პოლიციის მაღალჩინოსნები არიან“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

მისივე თქმით, ამ დრომდე ვერ ხერხდება ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system