თავში

პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს
პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს,- ამის შესახებ განცხადება საქმის პროკურორმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქმის არსებითი განხილვის დასრულებას და საბოლოო განაჩენის გამოცხადებას თავისუფლებაზე დაელოდებიან.

"რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, როგორც აღვნიშნე, ბრალდებულების ბარალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული, პრაქტიკულად ყველაფერი არის ზედაპირზე და ჩვენ ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება, შესაბამისად, რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი, იმიტომ, რომ ამ ეტაპისათვის უკვე მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას", - აღნიშნავენ პროკურატურაში. 

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system