თავში

პროკურატურა პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. 

გიორგი მაღრაძეს ადვოკატი არ ჰყავს. 

"მივმართეთ შუამდგომლობით პატიმრობის გამოყენებაზე. მას ბრალი აქვს წაყენებული ორგანიზებული ძალადობის ბრალდებით. ბრალდებულის მხრიდან ძალადობრივი ქმედება განხორციელდა პირველი არხის ოპერატორის მიმართ",  – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

დაშავებულთა შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი. პროკურატურამ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის ფაქტზე გიორგი მაღრაძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system