თავში

პროკურატურის გადაწყვეტილება სრულიად უსამართლოა - ბაჩალიაშვილის დედა

პროკურატურის გადაწყვეტილება სრულიად უსამართლოა - ბაჩალიაშვილის დედა
პროკურატურის გადაწყვეტილება სრულიად უსამართლოა - ბაჩალიაშვილის დედა

პროკურატურის გადაწყვეტილება სრულიად უსამართლოა, ყველა დააშინეს და მოისყიდეს, - ამის შესახებ Report.ge-ს გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განუცხადა. 

თეონა თამაზაშვილის თქმით, ისინი პროკურატურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და პროტესტის ყველანაირ ფორმას მიმართავენ. 

"პროკურატურის გადაწყვეტილება სრულიად უსამართლოა. მე ვარ და ჩემი ნაბადიო იძახიან, ყველა დააშინეს და ყველა მოისყიდეს. ვაპირებთ, რომ პროტესტის ყველანაირ ზომას მივმართოთ, თუ კი რამე იქნება საჭირო. კონკრეტულად რას ვაპირებთ, ამის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან შემდეგი ნაბიჯები შესათანხმებელი და დასაგეგმი გვაქვს", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

ცნობისთვის,  პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გუშინ, ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატებთან ერთად პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად იყო დაბარებული.

15 დეკემბერს, ოჯახის ადვოკატი, report.ge-სთან საუბარში აცხადებდა, რომ შესაძლოა, საგამოძიებო უწყებამ, თვითკვლელობამდე მიყვანის მუხლით, საქმე დასასრულისკენ წაიყვანოს. მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა მითითებებით არის შესრულებული და მრავალჯერ შეცვლილ, უსაფუძვლო ჩვენებებს ეყრდნობა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system