თავში

პროკურორი: ამირხანაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ იგი იძულებით ჩასვეს მანქანაში

პროკურორი: ამირხანაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ იგი იძულებით ჩასვეს მანქანაში
პროკურორი: ამირხანაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ იგი იძულებით ჩასვეს მანქანაში

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, მცხეთაში სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

ადვოკატებს გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი. საქმეში ბოლო სამი ახალი ტომის შინაარსი ამ დრომდე უცნობი რჩება.

პროკურორის ინფორმაციით კი, საქმეში არის გური ამირხანაშვილის ახალი ჩვენება, სადაც ის ადასტურებს, რომ "ტოიოტა ქამრის" ავტომობილში ძალით ჩასვეს.

"რაც შეეხება ერთ-ერთი ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას, აღნიშნული განაპირობა იმან, რომ ბრალდებულის ადვოკატებმა არ შეასრულეს საპროცესო ვალდებულება, არ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და უარი განაცხადეს მტკიცებულებების მიღებაზე, რომელიც სავალდებულო იყო, რომ მათთვის ბრალდების მხარეს გადაეცა. მტკიცებულება კი უამრავია. ამირხანაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ იგი იძულებით ჩასვეს მანქანაში," - აცხადებს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system