თავში

პროკურორი: სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს

პროკურორი: სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს
პროკურორი: სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი, რამდენიმე ბრალდებული არასრულწლოვნის და მათი მშობლების მოთხოვნას, რომ „ტოიოტა ქამრიში” მჯდომი ყველა პირი სიცრუის დეტექტორზე დაიკითხოს პასუხობს, რომ სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს. 

მისი თქმით, დაცვის მხარეს შეუძლია თავად ჩაატაროს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მოესურვებათ.

„სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს, ის არ გამოყენებულა, როგორც საპროცესო მოქმედება და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ასეთს არ იცნობს. იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება, თვლიან, რომ ეს არის საპროცესო მოქმედება და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, შეუძლიათ თავად ჩაატარონ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მოესურვებათ,” - აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზ.ხ.-ს და მისი ოჯახის პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილს, დღეს უკვე მესამე არასრულწლოვანი შეუერთდა, მათი მოთხოვნა სიცრუის დეტექტორზე დაკითხვაა,

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system