თავში

"ყველა მკვლელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს" - თამაზ გორთამაშვილის დედა

"ყველა მკვლელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს" - თამაზ გორთამაშვილის დედა
ყველა მკვლელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს - თამაზ გორთამაშვილის დედა

28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილის უდანაშაულოდ ცნობას, გორის რაიონულ სასამართლოსთან ხმაური მოჰყვა.

თამაზ გორთამაშვილის დედის განცხადებით, მერაბ კობიაშვილი დამნაშავეა და ის ციხეში უნდა იჯდეს.

"მას იმდენი ხალხი იცავს და იმდენი ხალხი ჰყავს, რომ იმასთან ნულები ვართ. უფალს ვეხვეწები გასცეს პასუხი ჩემი შვილის გამო. ყველა მკვლელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს, რომ ხვალ და ზეგ მკვლელობა აღარ მოხდეს.

უფალთან რომ წარსდგება და ეტყვის ჩემს მიერ შექმნილი კაცი რატომ მოკალიო, რა პასუხი უნდა გასცეს მაგ არაკაცმა? ასეთი მკვლელები შეიძლება ქვეყანაზე იყვნენ? რატომ წაიყვანა 19 წლის ბიჭი და სცემა, იმის გამო დაიწყო ყველაფერი, სად არიან, რატომ არ ამბობენ ამას?", -განაცხადა თამაზ გორთამაშვილის დედამ.

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system