თავში

რა მტკიცებულებები არსებობს საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე

რა მტკიცებულებები არსებობს საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე
რა მტკიცებულებები არსებობს საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულების ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების წინააღმდეგ მხოლოდ ორი ირიბი ჩვენება არსებობს. ამის შესახებ ადვოკატმა Report.ge-ს განუცხადა.

ბასილაიას თქმით, ეს ჩვენებები არასანდოა, რადგან სამწუხაროდ შეუძლებელია მათი გადამოწმება პირველ წყაროსთან. 

"საქმეში არის ორი მოწმის ირიბი ჩვენება, რომლებიც ამბობენ, რომ თედო გობეჯიშვილმა გარდაცვალებამდე მათ განუცხადა წინა დღით, რომ მასზე ხდებოდა ზეწოლა და ქრთამის შეთავაზება. ეს ჩვენებები ჩვენთვის სრულიად არადამაჯერებელია, რადგან სამწუხაროდ შეუძლებელია მათი გადამოწმება პირველ წყაროსთან, ამასთან მათ რომ სცოდნოდათ ასეთი ფაქტის შესახებ, წინა დღეს, 6 ნოემბერს, ვიდრე ეს ადამიანი გარდაიცვლებოდა მანამდევე მიმართავდნენ სუს-ს", -  განუცხადა Report.ge-ს ბასილაიამ. 

მისივე თქმით, ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ მას პირადად გარდაცვლილმა მოუყვა ზეწოლის შესახებ, ხოლო მეორეს კი სატელეფონო საუბარი ჰქონდა თედო გობეჯიშვილთან. 

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა 1975 წელს დაბადებული ორი პირი - აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system