თავში

რამდენი პატიმარი გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ" კანონის ამოქმედებიდან დღემდე

რამდენი პატიმარი გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ" კანონის ამოქმედებიდან დღემდე
რამდენი პატიმარი გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე

დღეს ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე 11 მსჯავრდებული გათავისუფლდა, - ამის შესახებ report.ge-ს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, კანონის ამოქმედებიდან დღემდე პენიტენციური დაწესებულებებიდან სულ 90 პატიმარი, მათ შორის 6 ქალი მსჯავრდებული გათავისუფლდა. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system