თავში

რამიშვილი: კიდევ ეძებენ რაღაცას

რამიშვილი: კიდევ ეძებენ რაღაცას
რამიშვილი: კიდევ ეძებენ რაღაცას

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებული გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტები ადვოკატ მიხეილ რამიშვილისათვის 23 ნოემბერს უნდა გამხდარიყო ხელმისაწვდომი, თუმცა, მისი თქმით, მას ჯერ კიდევ არ მიეცა მასალის გაცნობის საშუალება.

როგორც მიხეილ რამიშვილმა Report.ge-ს განუცხადა, პროკურატურა განზრახ აჭიანურებს პროცესს, რადგან ისინი ჯერ კიდევ ეძებენ მასალაში გარკვეულ ინფორმაციას.

"24-ში დამირეკეს და მაცნობეს, რომ მასალის გასაიდუმლოება ხდებოდა. გუშინ დამირეკეს და მოვხსენით გრიფით "საიდუმლოო" და ვუთხარი მაშინ მოვალ და გავეცნობი მასალას, თუმცა დღეს მითხრეს, რომ უკვე ვეღარ მოვახერხებთ გაგაცნოთ მასალა, ერთ-ერთ გამომძიებელს კორონავირუსი დაუდასტურდაო და ახლა ჩვენც ვიკეთებთ ტესტსო. ჩემი აზრით, განზრახ აჭიანურებენ, რაღაცას ეძებენ კიდევ, რას ეძებენ ვერ გავიგე. დავიჯერო ერთი ადამიანი ვერ მოიძებნა, ვისაც კორონა არ აქვს, როგორც ვიცი 50-კაციანი საგამოძიებო ჯგუფია," - განუცხადა Report.ge-ს მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ საქმის გრიფით "საიდუმლო" მასალა გამოჩნდა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system