თავში

რამიშვილი: ამ კადრების გასაჯაროება შესაძლოა ჩემთვის ძალიან დიდი შეცდომა აღმოჩნდეს - PHOTO

რამიშვილი: ამ კადრების გასაჯაროება შესაძლოა ჩემთვის
რამიშვილი: ამ კადრების გასაჯაროება შესაძლოა ჩემთვის ძალიან დიდი შეცდომა აღმოჩნდეს - PHOTO

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, მან სატელიტით გადაღებული კადრები მიიღო, რომელშიც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 19 და 20 ივლისს ტყეში, სადაც მოგვიანებით ის აღმოაჩინეს, არ დგას. 

მისივე თქმით, 18, 21 და 22 რიცხვში ღრუბლიანი ამინდი იყო, შესაბამისად, რთულია იმის დადგენა, დგას თუ არა მანქანა. 

"მე თავიდანვე ვამბობდი, რომ იქ ავტომობილი არ იდგა. ეს ნიშნავს, რომ თამარის ავტომობილი იქ მიიტანეს. მე ზუსტად მაშინ მივიღე შეტყობინება, როდესაც გამოვედი პროკურატურიდან, სულ ახლახანს და ეს კადრები ჩემთან არ ყოფილა დიდხანს. ამ კადრების გასაჯაროება შესაძლოა ჩემთვის ძალიან დიდი შეცდომაც აღმოჩნდეს. რადგან ასე გადავწყვიტე, ეს თუ ცემი შეცდომა იქნება, ამაზე მე ვაგებ პასუხს," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან".

მიხეილ რამიშვილმა დღეს, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ გამოძიება ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system