თავში

რამიშვილი: იქ იქნება პასუხები, რას შეეწირა თამარი

რამიშვილი: იქ იქნება პასუხები, რას შეეწირა თამარი
რამიშვილი: იქ იქნება პასუხები, რას შეეწირა თამარი

დავესწრები თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის გახსნას, რომ არ მოხდეს რამე ისეთი, რაც კითხვისნიშნებს გააჩენს, - ამის შესახებ განცხადება გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ის ექსპერტებთან განიხილავს ბაჩალიაშვილის პირადი პროფილის სოციალური ქსელიდან გაქრობის საკითხსაც. 

"დამიკავშირდა გამომძიებელი და მითხრა, რომ ჩვენ უნდა მოვსულიყავით ექსპერტიზის ბიუროში. ჩვენ მოვედით, ახლა შევალთ და დავესწრები თამარის პირადი კომპიუტერის გახსნის პროცედურას, რომ ყველაფერი იყოს დაცული და არ მოხდეს რამე ისეთი, რაც კითხვისნიშნებს გააჩენს. ჩემთან ერთად იქნება პიროვნება, რომელიც ამ საქმის სპეციალისტია. რადგან ვერ ახერხებდნენ "ნოუთბუქის" გახსნას, მქონდა და მაქვს მცდელობა, რომ ფედერალური ბიუროდან ჩამომეყვანა ექსპერტები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ამ კომპიუტერის გახსნას. ვნახოთ, როგორ ჩატარდება გახსნა, იმედია იქ იქნება პასუხები, თუ რას შეეწირა თამარი. რაც შეეხება Facebook-ზე თამარის გვერდის გაქრობას, მე ექსპერტების წინაშე დავაყენებ თამარის Facebook გვერდის გაქრობის საკითხსაც და ვიკითხავ როგორ ხდება ადამიანების პირადი გვერდის გაუჩინარება სოციალური ქსელიდან," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა "ტელეკომპანია პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიაშშ-ის ფედერალური ბიუროდან ექსპერტების მოწვევას მოითხოვდა, რათა გარდაცვლილის პირადი კომპიუტერის გახსნა მოხერხდეს.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system