თავში

რატომ დაჭრა 37 წლის კაცმა დისშვილი - ახალი დეტალები

რატომ დაჭრა 37 წლის კაცმა დისშვილი - ახალი დეტალები
რატომ დაჭრა 37 წლის კაცმა დისშვილი - ახალი დეტალები

საკუთარი დისშვილისთვის მიყენებული დაზიანებების გამო, სამართალდამცველებმა თბილისში, საბურთალოს რაიონში 37 წლის მამაკაცი დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 17 წლის მოზარდს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა.

მეზობლების თქმით, ბიძასა და დისშვილს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. ნათესავებს დაპირისპირება ბინის გამო ჰქონდათ. 

"მძიმედ არ არის დაჭრილი, მცირე დაზიანება ჰქონდა. ყოფით ნიადაგზე მოხდა, სახლი ამ ბიჭს ეკუთვნის და თუ არ ვცდები, სახლიდან გაშვება სდომებია ამ ნათესავების,"- განაცხადა გიორგი გიგოშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system