თავში

რისთვის დააკავეს საკრებულოს თავმჯდომარე - ახალი დეტალები

რისთვის დააკავეს საკრებულოს თავმჯდომარე - ახალი დეტალები
რისთვის დააკავეს საკრებულოს თავმჯდომარე - ახალი დეტალები

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

სახელმწიფო მოხელეებს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ედავება.

ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system