თავში

"რუსთავი 2-ის" საქმის სასამართლო განხილვა ჩაინიშნა

"რუსთავი 2-ის" საქმის სასამართლო განხილვა ჩაინიშნა
რუსთავი 2-ის საქმის სასამართლო განხილვა ჩაინიშნა

საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა ჩაინიშნა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კომპანიის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატი, კახა კოჟორიძე წერს.

"რუსთავი 2-ის საქმეზე სიახლე გვაქვს - როგორც იქნა პროცესი დაინიშნა. საქმის განხილვა გაიმართება ა.წ. 07 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში. რამდენიმე დღეში საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით.

ამ საქმეზე სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტელეკომპანია დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს - აქიმიძეს და დვალს!!!" - წერს კოჟორიძე. 

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს 2019 წელს მიმართეს. საქმეში ერთი მოპასუხე ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება, ხოლო მეორე პაატა კარსანიძე, რომელმაც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი 2004 წელს მას შემდეგ მიიღო, რაც თავიანთი 30-30%-იანი წილები ტელევიზიის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, მათივე მტკიცებით, იძულებით გადაუფორმეს.

დვალმა და აქიმიძემ სამართლებრივი ბრძოლა „რუსთავის 2“-ის დასაბრუნებლად ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს, ხოლო 2015 წელს ისინი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა მათ არხის 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system