თავში

სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებას ოფიციალური განცხადებით მიმართა

სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებას ოფიციალური განცხადებით მიმართა
სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებას ოფიციალური განცხადებით მიმართა

რუსთავის ციხეში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ნარკოტესტის ჩატარების თაობაზე ოფიციალურად მიმართა.

ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილმა, ოფიციალური განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსს, თამთა დემურიშვილს ნარკოტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით. მანამდე მისი განცხადება მოისმინეთ, რომ საჯარო იყოს ეს ყველაფერი. 

ის მზად არის ნებისმიერი ტესტი ჩაიტაროს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ.

როდის ჩაიტარებს მიხეილ სააკაშვილის ნარკოტესტს, ამას ციხის ადმინისტრაცია გადაწყვეტს.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წერილი გაავრცელა, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე იმსჯელა. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system