თავში

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დაიწყო.

პროცესს ესწრება ბრალდებულიც. სხდომის დაწყებისას მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოჰკითხა. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ თავს მშვენივრად გრძნობს.

სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი სიგნალის და ამავე სიგნალის სხვა ტელევიზიებისთვის გავრცელების უფლება მისცა.

თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system