თავში

საქართველოს პროკურატურამ გამოძიებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო - ბაკურ აბულაძე

საქართველოს პროკურატურამ გამოძიებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებ
საქართველოს პროკურატურამ გამოძიებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო - ბაკურ აბულაძე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით და ხელშეწყობით, საქართველოს პროკურატურაში IBM I2 ანალიზის პროგრამა დაინერგა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"ციფრული ანალიტიკური პროგრამა სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ დახვეწილი საგამოძიებო ანალიზი, ამოიცნონ საჭიროებები, ხელი შეუწყონ უწყებათა თანამშრომლობას და მართონ დანაშაული. IBM I2 პროგრამა მომხმარებელს აძლევს განსხვავებული ფორმატის, სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული საბანკო და სატელეფონო კომუნიკაციის ამონაწერების და სხვა ინფორმაციის პროგრამაში ინტეგრაციის შესაძლებლობას. პროგრამა ახდენს მონაცემების ანალიზს, დახარისხებას, სტრუქტურიზაციას და ავტომატიზაციის საშუალებით, დროის მცირე მონაკვეთში, დამუშავებული, მშრალი მონაცემების ვიზუალიზაციით ორ ან რამდენიმე ქსელს შორის კავშირის გამოვლენას, შაბლონური ქცევების და ლატენტური საფრთხის აღმოჩენას და დანაშაულებრივი ქმედებების მიდევნებას. სისტემაში მონაცემების მიღება-დამუშავება შესაძლებელია რეალურ დროშიც" - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.

მისივე განცხადებით, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, როდესაც კომპლექსური სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას სულ უფრო ხშირად ვხვდებით მოცულობითი ელექტრონული ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და ანალიზის აუცილებლობას, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გამოძიების პროცესში.

"IBM I2 წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც გამოიყენება დანაშაულის პრევენციის და დროულად გამოძიებისთვის. აღნიშნული პროგრამა შექმნილია NATO-ს წევრი ქვეყნების ხელშეწყობით და აქტიურად გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფულის გათეთრების, კიბერდანაშაულის, თაღლითობის და სხვა კომპლექსური ხასიათის დანაშაულის გამოძიების პროცესში" - განაცხადა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.

ბაკურ აბულაძის თქმით, აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა პროკურორებსა და გამომძიებლებს საგამოძიებო თუ ოპერატიული გადაწყვეტილებების დროულ მიღებაში ეხმარება და დროის მცირე მონაკვეთში ეფექტიანი შედეგის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system