თავში

სასამართლომ გია უდესიანს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ გია უდესიანს პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ გია უდესიანს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალდება უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვას ედავება. გამოძალვაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ზაზა გუგავას კი აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათასი ლარიანი გირაო შეეფარდა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზაზა გუგავას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

ბიზნესმენი გია უდესიანი ქვეყანაში არ იმყოფება.  ქართული მხარე მას ინტერპოლის მეშვეობთ ეძებდა, თუმცა გასული წლის აპრილში უდესიანი ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოიღეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system