თავში

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების განაჩენი ცნობილია

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების განაჩენი ცნობილია
შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების განაჩენი ცნობილია

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნების. ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ. საბოლოოდ, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.

ცნობისთვის, 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის სხდომა კი ცალკე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system