თავში

შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. განაჩენს მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და ამ საქმის განმხილველი მოსამართლე ბიძინა სტურუა გამოაცხადებს. მოსამართლე ამ დრომდე სათათბიროდ არის გასული. მან სათათბიროდ ჯამში შვიდი დღე გამოიყენა. 

საქმის განხილვა თითქმის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალი ხუთ პირს აქვს წაყენებული. მათგან ორი არასრულწლოვანია, რის გამოც სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

წინა სხდომებზე დაკავებულების ოჯახები აცხადებდნენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სხვა ინსტანციებს და სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.

ცნობილია, რომ განაჩენის გამოცხადებას დღეს გიორგი შაქარაშვილის დედა და მისი მეგობრებიც დაესწრებიან. შაქარაშვილის დედა საქმეზე ერთხელ არის დაკითხული. ამ შემთხვევის გარდა, ის სასამართლო სხდომებზე არ ყოფილა.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულმა პირებმა 19 წლის ფეხბურთელს ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც მდინარე არაგვში ჩააგდეს. აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფენ დაკავებულების ადვოკატები და აცხადებენ, რომ დანაშაულის მტკიცებულება ბრალდებას არ წარმოუდგენია. არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

განაჩენის გამოცხადება მცხეთის რაიონულ სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system