თავში

შაქარაშვილის საქმეზე შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა მიმდინარეობს

შაქარაშვილის საქმეზე შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა მიმდინარეობს
შაქარაშვილის საქმეზე შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს გამოკითხვა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა დაიწყო.

"კაწრო" საგამოძიებო უწყებაში  ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ავთანდილ ბილანიშვილი გამოკითხვაზე დაბარებულია მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე.

ცნობისთვის, გუშინ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს.

კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი გადმოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. სავარაუდოდ, აღნიშნული პირი სწორედ ავთანდილ ბილანიშვილია.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system